პრეზიდენტი როგორც ჩანს, ოპოზიციის წინაშეა ანგარიშვალდებული - ანრი ოხანაშვილი

29.09.23 12:10
პრეზიდენტი როგორც ჩანს, ოპოზიციის წინაშეა ანგარიშვალდებული - ანრი ოხანაშვილი

"სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი ხელმძღვანელობს არა საზოგადოების ინტერესებით და საზოგადოების წინაშე არსებული ანგარიშვალდებულებით, არამედ ხელმძღვანელობს ოპოზიციის ინტერესებით, როგორც ჩანს, ოპოზიციის წინაშეა ანგარიშვალდებული," - ეს განცხადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა გააკეთა.

ოხანაშვილი ერთ-ერთია სწორედ იმ 5 დეპუტატს შორის, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წინააღმდეგ წარდგება. 

"ოცნების" დეპუტატმა პრეზიდენტის ვიზიტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ როდესაც მაღალი თანამდებობის პირი, კონსტიტუციაზე მაღლა აყენებს თავს, ეს ნიშნავს, რომ ის უგულებელყოფს ქვეყნის და საზოგადოების ინტერესებს.

სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი ხელმძღვანელობს არა საზოგადოების ინტერესებით და საზოგადოების წინაშე არსებული ანგარიშვალდებულებით, არამედ ხელმძღვანელობს ოპოზიციის ინტერესებით, როგორც ჩანს, ოპოზიციის წინაშეა ანგარიშვალდებული. ვფიქრობ, საზოგადოება აფასებს, ხვდება და დასკვნებსაც აკეთებს, თუ რით არის განპირობებული, რომ კონკრეტული რადიკალური ოპოზიციური ჯგუფების წინაშე ანგარიშების ჩაბარების ვალდებულებას გრძნობს," - აღნიშნა ოხანაშვილმა.

მსგავსი სიახლეები