"უზნეობაა" - ვოლსკი უსუფაშვილის აღიარებაზე
"ეს არის უზნეობა, უსუფაშვილი არ იყო ისეთი ფიგურა, რომელთანაც ასეთი საკითხი შეიძლებოდა განხილულიყო", - ასე აფასებს "ქართული ოცნების" დეპუტატი გიორგი ვოლსკი პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მიერ "რეაქციაში" გაკეთებულ სკანდალურ განცხადებას.
საქმე ეხება 2013 წელს, როდესაც უსუფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე იყო და მას მოუწია მაშინდელ პრემიერ ღარიბაშვილთან, თანამდებობიდან ახლადგადამდგარ ივანიშვილსა და მაშინდელ პრეზიდენტ მარგველაშვილთან ერთად ოლიგარქის რეზიდენციაში მსჯელობა მარგველაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით. როგორც უსუფაშვილი "რეაქციაში" სკანდალური შეხვედრის დეტალებს იხსენებს, ამბობს, რომ მარგველაშვილსა და ღარიბაშვილს შორის პოლიტიკური როლების გადანაწილებაზე იყო უთანხმოება, რაშიც ივანიშვილი ჩაერია, მარგველაშვილი გვერდით ოთახში გაიყვანა და დაბრუნების შემდეგ მაშინდელი პრეზიდენტი მზად იყო რომ თანამდებობა დაეტოვებინა.
ვოლსკი ამტკიცებს, რომ მარგველაშვილის გადადგომის საკითხი წინა პლანზე არასდროს წამოწეულა.
ეს არის უზნეობა, იქიდან გამომდინარე, რომ უსუფაშვილი არ იყო ისეთი პიროვნება, რომელთანაც ასეთი საკითხი შეიძლებოდა განხილულიყო. მეორე რაც მთავარია, შედეგით ვიმსჯელოთ, უსუფაშვილის გუშინდელი მონაყოლით, რომელიც ცდილობს, კიდევ უფრო დაძაბოს ვითარება, რაღაც დესტაბილიზაციას ახალი ელემენტები შესძინოს, რომ რევოლუციურმა პროცესმა ენერგია აკრიფოს, ამ განცხადებებს აკეთებს და ეს არის მისი მიზანი, შედეგებით უნდა ვიმსჯელოთ. მარგველაშვილის წინააღმდეგ გაკეთებული ნებისმიერი განცხადება, მათ შორის ქართული ოცნების მხრიდან არის ის რეალობა, რაც ყველამ ვიხილეთ. გამოვიდეს მარგველაშვილი და თქვას, თუკი ვინმე ცდილობდა მის გადაყენებას. არც იმას გამოვრიცხავ, რომ მარგველაშვილმაც იგივე ცრუპენტელობას მიჰყოს ხელი, როგორც ამას აკეთებს დავით უსუფაშვილი.
შეუთანხმებლობა, შეუთავსებლობა პოზიციების, არ დაგვიმალავს არასდროს და ადამიანებს, რომელსაც აქვს განსხვავებული პოზიცია იმ გუნდისგან, რომელმაც ხელი შეუწყო მის არჩევას, რასაკვირველია, დასაშვებიც არ არის ის გარემოება, რასაც დავით უსუფაშვილი მსმენელს თავს ახვევს. დასაშვებიც არ არის, რამდენადაც მარგველაშვილის გადადგომის თემა არც თავიდან წამოწეულა და არც დაპირისპირების რომელიმე გარკვეულ ეტაპზე ამის შესახებ თქმულა. საკმაო რესურსი გააჩნდა "ქართულ ოცნებას" რომ ემოქმედა ისე, როგორც მოქმედებს კონსტიტუციით განსაზღვრული მუხლების გამოყენებით, დღეს ამ საკითხს აყენებს იმპიჩმენტის. ამ თემასთან დაკავშირებით ან ივანიშვილს ან მის გუნდს რაიმე სხვა მოსაზრება რომ ჰქონოდა, რა თქმა უნდა, ეს გამოჩნდებოდა და არ დაიმალებოდა,“ - ამბობს ვოლსკი.