ერთადერთი, რაც რუსეთის წისქვილზე წყალს ასხამს ეს არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა - პაპუაშვილი

02.10.23 12:26
ერთადერთი, რაც რუსეთის წისქვილზე წყალს ასხამს ეს არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა - პაპუაშვილი

"ერთადერთი, რაც რუსეთის წისქვილზე წყალს ასხამს ეს არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა", - ასე პასუხობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გრიგორი კარასინის მხრიდან საქართველოს პრეზიდენტის მიმართ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებას.

შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე, ასხამს თუ არა რუსეთის წისქვილზე წყალს საქართველოს ხელისუფლების მიერ პრეზიდენტის მიმართ გაკეთებული განცხადებები, აღნიშნა, რომ რუსეთის წისქვილზე წყალს საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა ასხამს.

ამასთან ერთად, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ რუსი მაღალჩინოსნების მხრიდან მსგავსი შინაარსის განცხადებები მიუღებელია, თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ "ასეთ განცხადებებს სამწუხაროდ, მიჩვეული ვართ".

როდესაც ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია, ამით შემოდის არასტაბილურობა, მათ შორის, კონსტიტუციური ორგანოების ურთიერთობაში. ამით, რა თქმა უნდა, სარგებლობს რუსეთი, ამიტომ წისქვილზე წყალს ასხამს არა კონსტიტუციის დაცვა, არამედ კონსტიტუციის დარღვევა,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

"ქართული ოცნების" მსგავსად, საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი აკრიტიკებს. 

"პოლიტიკური შიზოფრენია რთულად იკურნება, ქალბატონო პრეზიდენტო!" - წერს Telegram-ზე კარასინი

 

მსგავსი სიახლეები