წარმოუდგენელი სიბეცეა, მინდოდა შევსულიყავი ინტერვიუს დროს, არ ვიცი, რას ჩავიდენდი - ბესელია ბაჩიაშვილს აკრიტიკებს

03.10.23 19:32
წარმოუდგენელი სიბეცეა, მინდოდა შევსულიყავი ინტერვიუს დროს, არ ვიცი, რას ჩავიდენდი - ბესელია ბაჩიაშვილს აკრიტიკებს

"წარმოუდგენელი სიბეცეა, მინდოდა შევსულიყავი ინტერვიუს ჩაწერის დროს, კიდევ კარგი, რომ ამის შესაძლებლობები არ არსებობს, თორემ არ ვიცი, რას ჩავიდენდი," - ეს განცხადება ეკა ბესელიამ მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლის მიერ "ტვ პირველთან" გაკეთებული კომენტარის შეფასებისას გააკეთა.

საქმე ეხება ვახტანგ ბაჩიაშვილის განცხადებას, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის წარმომადგენელმა თქვა, რომ პრეზიდენტი დამოუკიდებელი არ არის და ის მთავრობის წარმომადგენელია. სწორედ ბაჩიაშვილის ეს განცხადება აღმოჩნდა ეკა ბესელიასთვის კატეგორიულად მიუღებელი.

წარმოუდგენელი სიბეცეა, მინდოდა შევსულიყავი ინტერვიუს ჩაწერის დროს, კიდევ კარგი, რომ ამის შესაძლებლობები არ არსებობს, თორემ არ ვიცი, რას ჩავიდენდი, როგორ შეიძლება ამის თქმა. მთავრობის წარმომადგენელი როგორ არის პრეზიდენტი, როდესაც მთავრობას ირჩევს პარლამენტი, მთავრობას ანგარიშვალდებულება აქვს პარლამენტთან და პრეზიდენტი არის პირდაპირი წესით არჩეული, ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის მქონე პირი, რომელსაც კონსტიტუციამ უწოდა საქართველოს მეთაური და უწოდა საქართველოს საგარეო ურთიერთობაში წარმომადგენელი პირი და მთავარსარდალი და როგორ არის მთავრობის წარმომადგენელი. მთავრობა პოლიტიკას კი არ ქმნის, მთავრობა შემსრულებელია იმის, რასაც ადგენს პარლამენტი," - ამბობს ბესელია. 

ბესელიამ ასევე გააკრიტიკა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და მანიპულატორად მოიხსენია.

პრეზიდენტი იმ ყმაწვილებისგან განსხვავებით, სტუდენტების თანდასწრებით როგორ გამოიყურებოდნენ, სად წავსულიყავი არ ვიცოდი. პრეზიდენტს აქვს დიპლომატიური გამოცდილება და დიპლომატიური სამსახურის ყველაზე დიდი სტაჟი და იცის ვისთან როგორ ისაუბროს. კობახიძემ მთელი დიპლომატიური სამყარო გადაიმტერა, ყველა გადარია არადიპლომატიური ენით საუბრის გამო.

მეორე ამბავია, რომ საოცარ სიტყვებს იგონებს, ასეთი მატყუარა ბიჭი, პირველკურსელი ბევრად უფრო წესიერიც არის და განათლებულიც, ესო სტატუსის განმსაზღვრელია და იქ უფლებამოსილება წერიაო, ჯერ მდუმარე თანხმობა რა არის. შეუძლია რომ მაგიდაზე თქვას რომ აქლემია, ასეთი მანიპულატორი არ ვიცი, თანხმობის მიცემის გამო იმპიჩმენტი დაიწყეს," - ამბობს ბესელია.
 

მსგავსი სიახლეები