გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილს ხვალ ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" უპასუხებს

07.06.21 19:30
გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილს ხვალ ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" უპასუხებს

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, ექსპრემიერი გიორგი გახარია, "ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, ბრალდებებს ხვალ, 21:00 საათზე, ინგა გრიგოლიას ,,რეაქციაში" უპასუხებს. 

მანამდე კი გიორგი გახარიამ ივანიშვილის ვრცელ წერილს მცირე ფეისბუქპოსტით უპასუხა და დაწერა: რომ "სიმართლეს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს. საბოლოო ჯამში, ამას ყველა გაიგებს. ისევ ჭორაობის გარეშე, ვერთიანდებით საქართველოსთვის, არავის წინააღმდეგ!".

რაც შეეხება ოლიგარქის პოლიტიკურ ეპისტოლეს, ბიძინა ივანიშვილი ამტკიცებს, რომ გიორგი გახარია მისი პოლიტიკური პროექტი არ არის. 

მეტიც ივანიშვილმა გახარია სახელმწიფოს ღალატშიც დაადანაშაულა.