გახარიას გუნდი ოპოზიციაში ტროას ცხენის როლს ასრულებს - ლევან ბეჟაშვილი
გახარიას გუნდი ოპოზიციაში ტროას ცხენის როლს ასრულებს - ამის შესახებ განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ბეჟაშვილმა "პირველებთან" გააკეთა, რითაც "პარტია საქართველოსთვის" ბრალდებებს უპასუხა.
საუბარია, მიხეილ დაუშვილის კომენტარზე, სადაც ის ამტკიცებს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე გენმ "ოცნებას" ჩუმად ელაპარაკება.
ბეჟაშვილის თქმით, გახარიას გუნდს ოპოზიციის გადაწყვეტილებებში მუდმივად დისონანსი შემოაქვს:
აღნიშნული განცხადების არის გაუგებარი, ერთადერთი დასაბუთება შეიძლება არსებობდეს, რომ ისინი ოპოზიციაში ასრულებენ ტროას ცხენის როლს ბიძინა ივანიშვილსა და "ქართული ოცნების" მხრიდან და მუდმივი დისონანსი შეიტანონ ოპოზიციურ გადაწყვეტილებებში. ჩვენ ცალსახად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ მივიღოთ მონაწილეობა კენჭისყრის პროცესში და დავტოვებთ დარბაზს. ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფს ამავე ნაბიჯისკენ მოვუწოდებთ - ბეჟაშვილი.