ოკუპირებულ აფხაზეთში ბაზის შექმნა ივანიშვილის მიერ კრემლის დაშოშმინების პოლიტიკის სრულ მარცხზე მეტყველებს - გახარია

05.10.23 16:36
ოკუპირებულ აფხაზეთში  ბაზის შექმნა ივანიშვილის მიერ კრემლის დაშოშმინების პოლიტიკის სრულ მარცხზე მეტყველებს - გახარია

"რუსეთის გადაწყვეტილება ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივი საზღვაო ბაზის შექმნის შესახებ მეტყველებს ივანიშვილის მიერ კრემლის დაშოშმინების პოლიტიკის სრულ მარცხზე", - ასე აფასებს პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია რუსეთის განზრახვას  ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო ფლოტის განთავსებასთან დაკავშირებით.

გახარიას თქმით, რეალურ გამოწვევებსა და ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე ორიენტირებისა და საოკუპაციო რეჟიმის გზავნილებზე რეაგირების ნაცვლად, ხელისუფლება ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების დაკნინებით არის დაკავებული.

საქართველოს მმართველი პარტია უარს ამბობს რეაგირება მოახდინოს, ან თუნდაც შეიმჩნიოს მოსკოვის მიმდინარე შეხვედრები აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმთან, რომლის კულმინაცია რუსეთის ახალი სამხედრო ბაზის დაანონსება გახლავთ. 
ამის ნაცვლად, „ოცნება'' დაკავებულია პრეზიდენტის იმპიჩმენტის სამარცხვინო პროცედურით და გამოხატვის თავისუფლების კიდევ უფრო შეზღუდვით. ყოველივე ამის მიზანია დამოუკიდებელი დემოკრატიული ინსტიტუტების მოსპობა, სამოქალაქო საზოგადოების დაშინება და ევროკავშირში ინტეგრაციის საბოტაჟი, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ეროვნულ უსაფრთხოებას," - ამბობს გახარია.

მსგავსი სიახლეები