"ოცნება" კარვების კანონის მესამე მოსმენით დამტკიცებას დღეს გეგმავს

05.10.23 19:17
"ოცნება" კარვების კანონის მესამე მოსმენით დამტკიცებას დღეს გეგმავს

კარვების კანონს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს უმრავლესობა სესიაზე მესამე მოსმენით დღესვე გაიტანს და დღესვე მიიღებს. "ქართულმა ოცნებამ" კარვების კანონს მხარი მეორე მოსმენით რამდენიმე საათის წინ დაუჭირა

ქვეყანაში კარვების გაშლა აიკრძალება - აქციებით შეშინებული "ქართული ოცნება" ახალი რეპრესიული კანონის დამტკიცებას სასწრაფო წესით ცდილობს.

თუ ვინმე საპროტესტო აქციაზე ახალ წესებს არ დაემორჩილება, მაშინ მას 500 ლარით დააჯარიმებენ.  თუ სამართალდამრღვევად, აქციის ორგანიზატორს მიიჩნევენ, მაშინ მას 5 ათას ლარიან ჯარიმას გამოუწერენ. ახალ შეზღუდვებს ოცნება სუს-ის გამოძიებით ხსნის. მმართველ პარტიაში ამტკიცებენ, რომ სახელმწიფო გადატრიალების საქმე, აიძულებთ ადამიანებს  შეუზღუდონ პროტესტის გამოხატვის სივრცე და ფორმებიც.

ამასთან, კანონის პროექტის მიხედვით, „საჯარო სივრცის იერსახის დამახინჯების თავიდან აცილების მიზნით“, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება.

მსგავსი სიახლეები