მარტო სუსტი კაცები სუსტი პოზიციებით იქცევიან ასე - ჩუგოშვილის პასუხი კობახიძეს
"მარტო სუსტი კაცები სუსტი პოზიციებით იქცევიან ასე და გადადიან ყველანაირ ზღვარს," - ასე აფასებს პრეზიდენტის წარმომადგენელი თამარ ჩუგოშვილი "რეაქციაში" ირაკლი კობახიძის მხრიდან პრეზიდენტის წარმომადგენლების მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს.
როგორც ჩუგოშვილი ამბობს, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე "ოცნების" მხრიდან რეალური არგუმენტები პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმეზე ვერ მოისმინეს.
მარტო სუსტი კაცები სუსტი პოზიციებით იქცევიან ასე და გადადიან ყველანაირ ზღვარს იმის ნაცვლად, რომ საქმიანად და თემატურად გვესაუბრონ. ეს ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა, ვიყავით მზად, ვიცოდით რაშიც გადაიზრდებოდა და მიიღეს სათანადო პასუხი," - აღნიშნა ჩუგოშვილმა.
შეურაცხყოფის მთელი კასკადი და პრეზიდენტის წარმომადგენლების დამცირების მცდელობა. იმპიჩმენტის განხილვის მესამე და ბოლო დღეს "ქართული ოცნება" სამართლებრივი ჩარჩოებიდან სრულად გავიდა. შვიდ საათიან სხდომაზე იყო მხოლოდ თავდასხმა პრეზიდენტზე და მის ნდობით აღჭურვილ პირებზე. დარჩა განცდა, რომ კობახიძე ყველაფერზე წავიდა, ოღონდ ჩუგოშვილი და კოპალეიშვილი წყობიდან გამოეყვანა. ცდილობდა მრავალწლიანი სტაჟის მქონე იურისტები და მათი განათლების ხარისხი როგორმე დაეკნინებინა.