პრეზიდენტს კანონი ხელმოსაწერად უნდა გადაეგზავნოს, არ გადაგზავნით კონსტიტუციას დაარღვევს "ოცნება" - ბესელია

06.10.23 18:47
პრეზიდენტს კანონი ხელმოსაწერად უნდა გადაეგზავნოს, არ გადაგზავნით კონსტიტუციას დაარღვევს "ოცნება" - ბესელია

პრეზიდენტისთვის ხელმოსაწერად კანონის არ გადაგზავნა კონსტიტუციის დარღვევაა, - ასე აფასებს ეკა ბესელია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ახალ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც კარვების აკრძალვის შესახებ პარლამენტის მიერ დამტკიცებულ კანონს მმართველი პარტია ხელმოსაწერად პრეზიდენტს არ გადაუგზავნის. 

ბესელიას შეფასებით, სწორედ ამ გადაწყვეტილებით არღვევს კონსტიტუციას თავად "ქართული ოცნება".

უნდა გაიგზავნოს, აი, კონსტიტუციას აქ დაარღვევს. პრეზიდენტს უნდა გაეგზავნოს კანონი და თუ ის ვეტოს დაადებს, შემდეგ ხელახლა უნდა დაბრუნდეს. აი, კიდევ რომ გაიგზავნება და არ მოაწერს ხელს, შემდეგ შეიძლება პარლამენტის თავმჯდომარემ მოაწეროს ხელი, მაგრამ ამ პროცედურის დაცვა ხომ აუცილებელია კონსტიტუციით,“ - ამბობს ბესელია.

მსგავსი სიახლეები