მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ კობახიძემ იხუმრა
"ერთი მარტივი, ნახევარსაათიანი ხუმრობით მთლიანად ჩამოიშალა ოპოზიცია, პრეზიდენტის წარმომადგენლები, მათი კვალიფიკაცია", - ამ განცხადებას "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე აკეთებს. მდინარაძე ამბობს, რომ კანონი პრეზიდენტს უკვე გადაგზავნილი აქვს.
მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ირაკლი კობახიძემ იხუმრა, როდესაც თქვა, რომ კარვების აკრძალვის შესახებ კანონს პრეზიდენტს ხელმოწერისთვის არ გადაუგზავნიან.
რასაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ამტკიცებდა ოპოზიცია, პრეზიდენტი, მისი წარმომადგენლები სამი დღის განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლო პროცესზე, ერთი ანალოგიური განცხადება ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული და ჩამოიქცა სოციალური ქსელები და სერიოზული კომენტარები აკეთეს. ასეთი მარტივი მხილება, პირადად მე შეუძლებელი მეგონა. ერთი მარტივი ხუმრობით მათი განსწავლულობა, კვალიფიკაციაც, აღქმაც ყველაფერი ეჭვის ქვეშ დადგა დადგა და გარდა ამისა, სერიოზულად დაიწყეს მტკიცება, სანამ არ დარეკეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და არ გაარკვიეს, რომ კანონპროექტი უკვე გადაგზავნილია. რომ ნახეს, რომ გადაგზავნილია, ამის შემდეგ მოეგნენ გონს და მიხვდნენ, რომ იმავეზე აღშფოთდნენ და გადაირვინენ, რასაც წინაპერიოდის განმავლობაში ამტკიცებდნენ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონი პრეზიდენტთან არ გაიგზავნება და მისი ხელმოწერის გარეშე შევა ძალაში, - ეს განცხადება "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ "იმედთან" გააკეთა.