ქალები, ბავშვები, მოხუცები ISIS-მეთოდებით, სასტიკად დახოცეს - ისრაელის თავდაცვის ძალები

10.10.23 22:17
ქალები, ბავშვები, მოხუცები ISIS-მეთოდებით, სასტიკად დახოცეს - ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელის თავდაცვის ძალებში (IDF) აცხადებენ, რომ ღაზის სექტორის მიმდებარე დასახლება კფარ აზაში ჰამასის მებრძოლებმა ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. კერძოდ, თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ ჰამასის წევრებმა, თავდასხმების დროს ქალები, ბავშვები, მოხუცები "ISIS-მეთოდებით, სასტიკად დახოცეს".

IDF-ში მოკლული ადამიანების ზუსტ რაოდენობას ვერ ადასტურებენ და მათი მკვლელობის დეტალებზე არ საუბრობენ.

ჩვენ ვიცით, რა საზარელი ქმედებების ჩადენა შეუძლია ჰამასს", - აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.

ისრაელში დაფუძნებული საერთაშორისო მედიის, I24-ის ინფორმაციით, ერთ-ერთ დასახლებაში, სადაც ისრაელის სამხედროები შევიდნენ, მოკლული ბავშვების ცხედრები იპოვეს

ბავშვებს, დედებს, მამებს ხედავ, მათ საძინებელ ოთახებში, მათ თავშესაფრებში და [ხედავ] როგორ კლავს მათ ტერორისტი… ეს ომი არ არის, ეს ბრძოლის ველი არ არის, ეს ხოცვა-ჟლეტაა”, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალ-მაიორმა იტაი ვერუვმა.

ბოლო ინფორმაციით, ჰამასის თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა, დაშავებულთა რაოდენობა 3 400-ზე მეტია. ცოტა ხნის წინ, კვლავ საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა ისრაელის ქალაქებში, მათ შორის თელ-ავივში.