უკრაინა გახდება NATO-ს წევრი - სტოლტენბერგი
ბრიუსელში ნატოს მინისტერიალი მიმდინარეობს, სადაც პირველად ჩავიდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, რომელმაც პირადად უმასპინძლა NATO-ს შტაბ-ბინაში ზელენსკის, პირდაპირ განაცხადა, რომ უკრაინა აუცილებლად გახდება NATO-ს წევრი.
მისივე თქმით, რუსეთი ჩამოქვეითდა სამხედრო ნაწილში და იმისთვის რომ ისტორია არ განმეორდეს, ამერიკა უზრუნველყოფს უკრაინაში შეიარაღების შეუფერხებელ შედინებას.
რუსეთი ჩამოქვეითდა სამხედრო ნაწილში, დასუსტდა ეკონომიკურად და კიდევ უფრო იზოლირდა პოლიტიკურად, თუმცა არ იკითხება იმის ნიშნები რომ ამბიციებზე უარს ამბობს. ამიტომ უნდა უზრუნველვყოთ უკრაინაში შეიარაღების შეუფერხებელი შედინება. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ისტორია არ განმეორდება. ამიტომ ალიანსი შეთანხმდა, რომ უკრაინა გახდება NATO-ს წევრი. თქვენი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა, თქვენი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა და თქვენი, ღირებულებებიც ჩვენი ღირებულებებია". - განაცხადა სტოლტენბერგმა.
უკრაინის გარდა განცხადებები ისრაელის და ღაზას სექტორში მიმდინარე პროცესებზეც გაკეთდა.
უკრაინა შეერთებული შტატებისგან დახმარების ახალ პაკეტს მიიღებს. ორასი მილიონი დოლარის ღირებულების საბრძოლო მასალა, საჰაერო თავდაცვის და სარაკეტო სისტემები ომში მყოფ ქვეყანაში უახლოეს პერიოდში ჩავა. გადაწყვეტილება ბრიუსელში ნატოს მინისტერიალზე მიიღეს. თავდაცვის მინისტრების შეხვედრა ნატოს შტაბ-ბინაში ამ წუთებშიც გრძელდება.
უახლესი დახმარების პაკეტის შესახებ ინფორმაცია ლოიდ ოსტინმა გააჟღერა.