ოჩამჩირიდან რადიოელექტრულ სისტემას ქუთაისის თავზე შეუძლია ჩამოაგდოს თვითმფრინავი - დავითაია

12.10.23 19:37
ოჩამჩირიდან რადიოელექტრულ სისტემას ქუთაისის თავზე შეუძლია ჩამოაგდოს თვითმფრინავი - დავითაია

„დღეს რუსეთი რასაც აკეთებს, არის სერიოზული ზეწოლა ქართულ სახელმწიფოზე, მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის ხელისუფალი, ისინი მოქმედებენ სამხედრო სტრატეგიით, ეს ნათლად გამოჩნდა,“ - ეს განცხადება პაატა დავითაიამ „დღის ამბებში“ გააკეთა.

დავითაია ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირეში რუსული სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნას ეხმაურება და ამბობს, რომ ხელისუფლებამ პარტნიორებთან ამ საკითხზე საუბარი უნდა გააქტიუროს. დავითაია ამბობს, რომ რუსეთის მხრიდან დივერსიული მოქმედებებისგან ანაკლია დაზღვეული არ არის და ხელისუფლებამ პერიმეტრზე პოზიციები უნდა გააძლიეროს.

დავითაიას თქმით, 19 ოქტომბერს ხვდება NATO-ს გენერალურ სამდივნოს ოჩამჩირესთან დაკავშირებით ხვდება და დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.   

როდესაც ეს ბაზა დაბომბილი არ იყო 92-93 წლებში, ამიტომ ინფრასტრუქტურა იყო შენარჩუნებული, ამიტომ ინფრასტრუქტურა იყო შენარჩუნებული, ბაზის ირგვლივ განალაგეს სამხედრო საგუშაგოები და სამხედრო ბაზები. დღეს, რაც ახალი ტექნოლოგია დაემატა - იცით, რომ დრონების წინააღმდეგ იყენებენ სპეციალურ ელექტრო იარაღებს, რომელიც ან აჩერებს ან აგდებს დრონს, ამ დიდი ბაზის აშენება დაიწყეს სოფელ ფიჩორში, იმიტომ რომ დაიფაროს ეს. ეს 300 აყენია ოჩამჩირესთან, ეს 300 არის საჰაერო თვითმფრინავების წინააღმდეგ დაცვის მექანიზმი, დაახლოებით, რადიუსი ქუთაისამდე წვდება, რომ გამოჩნდეს ქუთაისში თვითმფრინავი, ქუთაისის თავზე შეუძლია ჩამოაგდოს ოჩამჩირიდან. ძალიან მაღალი დონის დაცვა აქვს.
რატომ დაიწყო ასეთი დაცვითი ღონისძიებების გატარება? - წყალქვეშა ნავები, რომელიც იქ დადგება - ნახეთ, როგორ დაიბომბა ოდესა წყალქვეშა ნავებიდან, წყალქვეშა ნავებს მიაყენეს სევასტოპოლში დარტყმა, შემდგომი დარტყმა იყო სოჭში, ორი კვირის უკან. რა თქმა უნდა, ოჩამჩირემდე რომ მოწვდეს ეს ყველაფერი, ძალიან რთული არის, მაგრამ შესაძლებელია. უკრაინამ აჩვენა, რომ ძალიან მაღალი დონის სპეცოპერაციებს ატარებს.
ოჩამჩირეში მოსახლეობა ძალიან ცოტაა, იქ ბაზა საბრძოლო მოქმედებებისთვის, რუსეთი უფრო დაცულია - იქ აფხაზები და ქართველები, რომლებიც არიან გალის ტერიტორიაზე, საერთოდ არ აინტერესებთ.
ერთ-ერთი მთავარი მომენტი არის გარდა სამხედრო ბაზისა ოჩამჩირეში, არის ანაკლიის პორტზე უსერიოზულესი საფრთხე, ფოთისა და ბათუმის პორტები საბრძოლო მოქმედებების პერიოდში, ხვდებით, რას ნიშნავს.
ვნახეთ ის ოპერაცია, რომელიც განხორციელდა ისრაელში - ნათლად ჩანს, რომ რუსეთის წარმომადგენლები ატრენინგებდნენ - მქონდა კომუნიკაცია ისრაელის ყოფილ მაღალი თანამდებობის პირებთან - რომ ვაგნერის გარკვეული დაჯგუფება იღებდა მონაწილეობას,“ - ამბობს პაატა დავითაია.

რუსეთმა ოკუპირებული ოჩამჩირის სამხედრო ბაზის გამაგრება დაიწყო. ტერიტორიაზე რადიოელექტრული სისტემებია დამონტაჟებული. "პირველების" ხელშია დრონით გადაღებული მასალა, სადაც კარგად ჩანს სისტემები, რომელსაც პუტინის რეჟიმი, სავარაუდოდ, დრონების გასანეიტრალებლად გამოიყენებს.