თამარ გოლდენბერგი, სავარაუდოდ, გამტაცებლების ხელშია - ლაშა ჟვანია

13.10.23 13:55
თამარ გოლდენბერგი, სავარაუდოდ, გამტაცებლების ხელშია - ლაშა ჟვანია

ისრაელში ეთნიკურად ქართველ ქალს ამ დრომდე ეძებენ. თამარ გოლდენბერგი იმ მუსიკალურ ფესტივალზე იმყოფებოდა, რომელსაც თავს ტერორისტები დაესხნენ.

ისრაელში საქართველოს ელჩი, ლაშა ჟვანია ვარაუდობს, რომ ახალგაზრდა ქალი გამტაცებლების ხელშია. 

საქართველოს მოქალაქეების დაშავების ან დაკარგვის შესახებ ინფორმაცია შემოსული არ არის. ერთადერთი, რაც გვაქვს, ეს არის თამარ გოლდენბერგი, რომელიც საქართველოს მოქალაქის შვილია. ისინი აფხაზეთიდან არიან, ისრაელში 30 წლის წინ ჩამოვიდნენ. თამარი აქ არის დაბადებული. მისი კვალი ჯერჯერობით ნაპოვნი არ არის, სავარაუდოდ, გამტაცებლების ხელშია. ეს არის ის ინფორმაცია, რასაც მის შესახებ ვფლობ," - ამბობს ლაშა ჟვანია.

"პირველებთან" ახალგაზრდა ქალის და გუშინ ყვებოდა, რომ თამარის ტელეფონის ლოკაცია დაადგინეს და საძებრად იყვნენ წასულები

მსგავსი სიახლეები