იმდენად დათბა ურთიერთობები მთავრობას და კრემლს შორის, აღარ ახსოვს, რომ დსთ დიდი ხნის წინ დავტოვეთ - ხაჯიშვილი
"იმდენად დათბა ურთიერთობები საქართველოს მთავრობას და კრემლს შორის, რომ ის ვერ ჩამოყალიბდა და აღარ ახსოვს, რომ დიდი ხნის წინ დავტოვეთ," - ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით ხაჯიშვილი პუტინის სკანდალურ განცხადებას.
საქმე ეხება რუსეთის პირველი პირის დღევანდელ განცხადებას, სადაც პუტინმა საქართველოს დსთ-დან გასვლა შეცდომად და სააკაშვილის ავანტიურად შეაფასა.
იმდენად დათბა ურთიერთობები საქართველოს მთავრობას და კრემლს შორის, რომ ამ დათბობამ ეს გამოიწვია, რომ ის ვერ ჩამოყალიბდა და აღარ ახსოვს, რომ დიდი ხნის წინ დავტოვეთ. მიხეილ სააკაშვილი პუტინს ვერ დაუვიწყებია, რადგან ის იყო პირველი, ვინც არ დაეთანხმა მის პოლიტიკას და ყოველთვის ცდილობს, რომ ის დააკნინოს," - ამბობს დავით ხაჯიშვილი.
ვლადიმერ პუტინი საქართველოს დსთ-დან გასვლას შეცდომად მიიჩნევს. რუსი დიქტატორი ამტკიცებს, რომ თანამეგობრობა ქვეყნებს იდენტობის შენარჩუნებაში ეხმარება. პუტინის იერიშის სამიზნე დღეს სააკაშვილის მთავრობა, უკრაინის და მოლდოვის ხელისუფლებები ერთდროულად გახდნენ.