რას უკავშირდება „ქართუს“ მიერ ქონებების დაბრუნება და რა გეგმები აქვს ივანიშვილს - რას ამბობს ივანიშვილის ქონების მმართველი
რას უკავშირდება ფონდი „ქართუს“ მიერ ქონებების დაბრუნება და რა გეგმები აქვს ივანიშვილს - „პირველები“ კითხვებზე პასუხის მიღებას ივანიშვილის ქონების განმკარგველისგან შეეცადა.
„პირველები“ დაუკავშირდა ნატო ხაინდრავას, რომელიც ივანიშვილის ქონების მმართველია და კითხვაზე, რატომ არის ტრანზაქციები საიდუმლო, ნატო ხაინდრავამ პასუხის ნაცვლად ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა.
რა ქართუ ბანკმა, საიდან მოიტანეთ? მატყუარა ჟურნალისტებს არ ვაძლევთ არანაირ ინფორმაციას“, - ამბობს ნატო ხაინდრავა.
რატომ აუქმებს "ქართუ ფონდი" ქონებების ნასყიდობას და რას შეიძლება უკავშირდებოდეს ბოლო რამდენიმე დღეში ქონებების დაბრუნება? - ინფორმაციას ირაკლი აბესაძე ასაჯაროებს და წერს, რომ დაბრუნებულ ტერიტორიებს შორის არის მიწის ნაკვეთი ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე.