დაესწრება თუ არა პრეზიდენტი იმპიჩმენტის პროცესს პარლამენტში - რა ინფორმაცია აქვს ჩუგოშვილს
დაესწრება თუ არა პრეზიდენტი საკუთარი იმპიჩმენტის პროცესს პარლამენტში - პრეზიდენტის წარმომადგენელი საკონსტიტუციო სასამართლოში თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება მისთვის ცნობილი არ არის.
როგორც ჩუგოშვილი „დღის ამბებთან“ ამბობს, სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტია, რას გააკეთებს იმპიჩმენტის დღეს. პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებას საზოგადოებას თავად გააცნობს.
ვერ გეტყვით, ეს თავად პრეზიდენტის გადასაწყვეტია, ეს ის კითხვა, რასაც პრეზიდენტი თავად უპასუხებს,“ - ამბობს ჩუგოშვილი.
პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა. ახლა პროცესები პარლამენტში ინაცვლებს, სადაც იმპიჩმენტის ბოლომდე მისაყვანად "ქართულ ოცნებას" 100 ხმა სჭირდება, რაც ამ მოცემულობით არ აქვს. ირაკლი კობახიძემ დღეს ოპოზიციონერ დეპუტატებს მოუწოდათ, რომ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევას უპასუხონ.