იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრი პრეზიდენტის გამამტყუნებელი მოსამართლის შვილია - რა კითხვები აქვს ჯანეზაშვილს

17.10.23 16:04
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრი პრეზიდენტის გამამტყუნებელი მოსამართლის შვილია - რა კითხვები აქვს ჯანეზაშვილს

პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არჩეული ორი წევრიდან ერთ-ერთი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ხვიჩა კიკილაშვილის შვილია. ინფორმაციას "სასამართლოს გუშაგის" დამფუძნებელი ნაზი ჯანეზაშვილი ავრცელებს.

ხვიჩა კიკილაშვილი სწორედ ის მოსამართლეა, რომელმაც გუშინ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის უმრავლესობის პოზიცია სრულად გაიზიარა და დაადასტურა, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია.

ნაზი ჯანეზაშვილს კითხვის ნიშნებს უჩენს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრების არჩევის მოკლე დროში დამთხვევა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი არამოსამართლე წევრი აირჩია პარლამენტმა.

ერთ-ერთი გოგა კიკილაშვილია, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, ხვიჩა კიკილაშვილის შვილია.

კომენტარიც არ არის საჭირო, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რა სწრაფად მიიღო სარგებელი ამ  პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმის მოსამართლის შვილმა ხვდებით ხომ?" - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად ლევან ნემსაძე და გოგა კიკილაშვილი 90 ხმით აირჩია

საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. 9 მოსამართლიდან გადაწყვეტილებაზე განსხვავებული პოზიცია  ირინე იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა დააფიქსირეს. დანარჩენმა 6-მა მოსამართლემ სასამართლომ ერთი-ერთში გაიზიარა კონსტიტუციური წარდგინების ავტორების მოსაზრებები. პრეზიდენტის გადაყენებას ქართული ოცნება ხვალ,  18 ოქტომბრიდან იწყებს. 

მსგავსი სიახლეები