გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა ოთარ ფარცხალაძეს მოქალაქეობა შეუწყვიტა

17.10.23 19:50
გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა ოთარ ფარცხალაძეს მოქალაქეობა შეუწყვიტა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ის მიერ ჯაშუშად მხილებულ ყოფილ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა. ინფორმაციას სამთავრობო არხი IMEDINEWS.GE ავრცელებს.

"პირველები" პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან ელის ინფორმაციის დადასტურებას.

მას შემდეგ, რაც იუსტიციის სამინისტრომ პრეზიდენტს მოქალაქეობის შეწყვეტის განცხადებით მიმართა, სალომე ზურაბიშვილმა დოკუმენტს ხელი არ მოაწერა. მაშინ პრეზიდენტის ადმინისტრაცია განმარტავდა, რომ მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში, კანონის მიხედვით, პრეზიდენტს აქვს სამი თვის ვადა ბრძანებულების გამოსაცემად. ზურაბიშვილი თვლიდა, რომ ოთარ ფარცხალაძემ პასუხი ქართული კანონებით უნდა აგოს. 

მსგავსი სიახლეები