ზურაბიშვილმა ფარცხალაძეს მოქალაქეობა შეუწყვიტა - "პირველებს" ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაუდასტურა

17.10.23 20:08
ზურაბიშვილმა ფარცხალაძეს მოქალაქეობა შეუწყვიტა - "პირველებს" ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაუდასტურა

სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ის მიერ ჯაშუშობაში ბრალდებულ ოთარ ფარცხალაძეს მოქალაქეობა შეუწყვიტა. ინფორმაცია "პირველებს" პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტმა მოქალაქეობის შეწყვეტის გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე მიიღო. 

საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტში იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამდე, ხელი მოაწერა ოთარ ფარცხალაძისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის ბრძანებულებას და ვეტო დაადო ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, როგორც კიდევ ერთ ანტიევროპულ კანონს," - წერია განცხადებაში.

სანქცირებული ფარცხალაძის საქმის შესწავლა სუს-მა დაიწყო. ლილუაშვილის უწყებაში ამბობენ, რომ მოკვლევა სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის საფუძველზე მიდის. 

ამერიკამ ფარცხალაძე შავ სიაში რუსული გავლენების საქართველოში გაძლიერების გამო შეიყვანა, რაც ფაქტობრივად ნიშნავს,  რომ ყოფილი გენერალური პროკურორი რუსეთის აგენტია. ფარცხალაძე არის პირველი ქართველი ვინც ამერიკამ სანქცირებულთა სიაში, რუსეთთან კავშირების გამო შეიყვანა. 

 

მსგავსი სიახლეები