ახლა ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას რაღა აზრი აქვს? - ვაშაძე

18.10.23 17:39
ახლა ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას რაღა აზრი აქვს? - ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი პრეზიდენტს აკრიტიკებს - საქმე ეხება პრეზიდენტის მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას რომლის მიხედვითაც სალომე ზურაბიშვილმა სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს მოქალაქეობა მხოლოდ გუშინ შეუწყვიტა. 

გიორგი ვაშაძის თქმით, ერთი თვის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეობა ფარცხალაძეს პრივილეგირებულ მდგომარეობაში ამყოფებდა, რა დროშიც მან ფინანსური მაქინაციების განხორციელება მოასწრო. ვაშაძე ამბობს რომ ახლა პრეზიდენტის გადაწყვეტილებას აზრი აღარ აქვს.

სრული აბსურდული არგუმენტი თავიდანვე რატომ იყო ეს ადამიანი ერთი თვე პრივილეგირებულ მდგომარეობაში კითხვას ვსვამ, საქართველოს მოქალაქეობა მას ხომ პრივილეგირებულ მდგომარეობაში ამყოფებდა. გადააფორმა, გადმოაფორმა, გადარიცხა, გადმორიცხა, ახლა ის მოქალაქეობა თავისი ფინანსური მაქინაციებისთვის აღარაფერში აღარ სჭირდება ფარცხალაძეს და შეუწყვიტა ახლა ზურაბიშვილმა მოქალაქეობა. გეკითხებით რამე გაქვთ ინფორმაცია, რა ქონებები გადააფორმა, სად რა წაიღო, რა ფული გადარიცხა. ერთი თვე არ არის საკმარისი ამისთვის, რომ ეს ყველაფერი გაეკეთებინა, როგორც საქართველოში ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ? რა ვიცი რა უნდა ვთქვა, ამ გადაწყვეტილებას რაღა აზრი აქვს", - ამბობს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე.

მსგავსი სიახლეები