განასაიდუმლოონ ტრენინგების საქმე და ყველა დაინახავს, ვის არ აქვს პროფესია - მარიკაშვილის პასუხი სუს-ის უფროსს
"განასაიდუმლოონ საქმე, მინიმუმ ჩვენებების ნაწილი და ყველა დაინახავს, ვის არ აქვს პროფესია," - ასე ეხმაურება ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი ტრენინგების საქმეზე სუს-ის უფროსის განცხადებას. მარიკაშვილი ტრენინგების საქმეზე სუს-ში დაბარებული პირების ინტერესებს იცავს.
მარიკაშვილი გამოეხმაურა გრიგოლ ლილუაშვილის გუშინდელ განცხადებას, სადაც თქვა, რომ USAID-ის დაფინანსებით ჩატარებულ ტრენინგებზე შეკრებილ ადამიანებს „რევოლუციის მოწყობას ასწავლიდნენ”, ხოლო კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ მწერლები და რეჟისორები აწყობენ მას, უპასუხა: „რევოლუციონერებს არ აქვთ პროფესია”.
სუს-ის უფროსის კომენტარი მოვისმინეთ ტრენინგების საქმეზე. ამ ცალმხრივ განცხადებებს, რაზეც გამოკითხულ პირებს და მათ ადვოკატებს შინაარსობრივი პასუხის უფლება აკრძალული, აქვთ სჯობს შემდეგი:
განასაიდუმლოონ საქმე, მინიმუმ ჩვენებების ნაწილი და ყველა დაინახავს, ვის არ აქვს პროფესია”, - წერს მარიკაშვილი.