როგორ მივიდა ფარცხალაძე სუს-ში გამოკითხვაზე - სათვალთვალო კამერით დაფიქსირებული პირველი ფოტოები

20.10.23 18:36
როგორ მივიდა ფარცხალაძე სუს-ში გამოკითხვაზე - სათვალთვალო კამერით დაფიქსირებული პირველი ფოტოები

როგორ მივიდა ფარცხალაძე სუს-ში გამოკითხვაზე - სათვალთვალო კამერებით დაფიქსირებული პირველი ფოტოები საჯაროვდება. 

ფოტომასალას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. კადრიდან ჩანს, რომ აშშ-ის მიერ ჯაშუშობაში მხილებული ფარცხალაძე საგამოძიებო უწყებაში მარტო, ადვოკატის გარეშე მივიდა.

ფოტომასალა, რომელიც ვრცელდება, დათარიღებული არ არის. სუს-ის ინფორმაციით, ფარცხალაძე გამოკითხვაზე ე.წ. მოდულის შენობაში 19 სექტემბერს იმყოფებოდა, თუმცა გავრცელებულ ფოტომასალაზე თარიღი დატანილი არ არის.

ფარცხალაძის სუს-ის მთავარ შენობაში მისვლის კადრები რომ გასაჯაროვდებოდა, სუს-ის უფროსმა გუშინ პარლამენტში ჟურნალისტებთან გაკეთებული განცხადების დროს დააანონსა. ლილუაშვილის ინფორმაციით, ფარცხალაძემ გამოკითხვის შემდეგ საქართველო დატოვა.

 

მსგავსი სიახლეები