რადიკალური ჯგუფები "ოცნების" ლეგიტიმური ნაწილია - "კანვა საქართველოსთვის" დირექტორი

22.10.23 12:18
რადიკალური ჯგუფები "ოცნების" ლეგიტიმური ნაწილია - "კანვა საქართველოსთვის" დირექტორი

რადიკალური ჯგუფები "ოცნების" ლეგიტიმური ნაწილია, - ასე აფასებს არასამთავრობო ორგანიზაციას „კანვა საქართველოს“ დირექტორი გუშინ მცხეთაში "ალტ-ინფოს" შეკრებას. გიორგი მელაძის თქმით, ხელსუფლება მხოლოდ იმ ადამიანებს დევნის, ვინც მათ ხედვას არ იზიარებს და ეს გასაკვირი არარაა. 

ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, რომ სახელმწიფომ საზოგადოება გაყო ორ ჯგუფად: ერთი ჯგუფი, რომელსაც ხელშეუხებლობის გარანტიები აქვს ნებისმიერ შემთხვევაში და მეორე ჯგუფი, რომელსაც ის ყოველთვის შეაწუხებს მიუხედავად იმისა, აქვს ამის საფუძველი თუ არ აქვს. როგორც ჟურნალისტების დევნასა და ძალადობას ქუჩაში არანაირი პასუხი არ მოჰყოლია, როგორც დარბევას არანაირი პასუხი არ მოჰყვა, ჩენ, რა თქმა უნდა, აღარ გვიკვირს თუ არანაირი პასუხი არ მოჰყვება ასეთი ძალადობრივი ჯგუფის შეკრებას და ძალადობრივი აქტების დაორგანიზებას ასე ღიად. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი სისტემური დევნისა ამ ქვეყანაში ყველა ისეთი ჯგუფის, რომელსაც მთავრობოს ავტორიტარული პოლიტიკა არ აინტერესებს. ჩვენ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ეს რადიკალური ჯგუფები არიან სახელმწიფოს მართველი პოლიტიკური ძალის ლეგიტიმური ნაწილი, - ამბობს გიორგი მელაძე. 

შეგახსენებთ, რომ გუშნ პრორუსული მოძრაობის წევრები  მცხეთაში შეიკრიბნენ. რადიკალური მოძრაობის ლიდერებმა ნოემბრის აქციებს დააორგანიზეს, თუმაც სუსი დუმს. 

მსგავსი სიახლეები