ის, რომ პრეზიდენტი და კრიმინალური ენმ ერთ ნავში სხედან და მიცურავენ, სიახლეს არ წარმოადგენს - მათიკაშვილი

23.10.23 13:39
ის, რომ პრეზიდენტი და კრიმინალური ენმ ერთ ნავში სხედან და მიცურავენ, სიახლეს არ წარმოადგენს - მათიკაშვილი

ცენზურის შესახებ კანონზე ვეტოს მმართველი პარტიის წევრებიც ელიან - დავით მათიკაშვილი სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებს და ამბობს, რომ თუ პრეზიდენტი ვეტოს მაუწყებლის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებსაც დაადებს, ეს დაადასტურებს იმას, რომ ზურაბიშვილი რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად არის.

ის, რომ საქართველოს პრეზიდენტი და ჩვენი ქვეყნის რადიკალური ოპოზიცია, ნახევრად კრიმინალური ენმ სხედან ერთ ნავში და ერთი მიმართულებით მიცურავენ, ეს ნამდვილად არ წარმოადგენს სიახლეს.
ხელის არ მოწერა, ვეტო და შესაბამისი ქმედებები ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ დაადასტურებს საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან მის არაქართულ და ევროპული გზისგან განსხვავებულ პოზიციას,“ - ამბობს მათიკაშვილი.

 

მაუწყებლის შესახებ კანონი პარლამენტმა გასულ კვირას მიიღო და ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაუგზავნა. ჯერ უცნობია, დაადებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი ცვლილებებს კანონს, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები მედიაში ცენზურის იარაღად აფასებენ. "პირველების" ინფორმაციით, პრეზიდენტი ახლა ევროგაერთიანებასთან პირადად არკვევს ამ საკითხს.

 

მსგავსი სიახლეები