რა დავალებასაც მიიღებს, იმას შეასრულებს - მაჭარაშვილი პრეზიდენტზე

23.10.23 13:42
რა დავალებასაც მიიღებს, იმას შეასრულებს - მაჭარაშვილი პრეზიდენტზე

"რა დავალებასაც მიიღებს, იმას შეასრულებს", - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი იმის შესაძლებლობას, რომ პრეზიდენტმა ცენზურის კანონს შესაძლოა ვეტო დაადოს.

გურამ მაჭარაშვილი კიდევ იმეორებს, რომ პრეზიდენტი "რადიკალურ ოპოზიციასთან" ერთად დავალებებს "გლობალური ომის პარტიისგან" იღებს და ამის მიხედვით მოქმედებს. 

მაგ კითხვაზე, მგონი, თვითონ პრეზიდენტი ვერ გაგცემთ პასუხს - რა დავალებასაც მიიღებს, იმას შეასრულებს - ეს არის რეალობა. თუნდაც ამ ცვლილებებზე, რაზეც მან ვეტო დაადო, შინაარსისგან არის დაცლილი.
ვისგან ელოდება და თავისი დამკვეთებისგან, რომელიც ჰყავს საერთო რადიკალ ოპოზიციას და საქართველოს პრეზიდენტს. 
კარგად ვიცით, რას ჰქვია გლობალური ომის პარტია, კარგად ვიცით, ის უცხოური ძალები, რომლებსაც სურთ, ქვეყანაში არეულობა,“ - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.

 

მაუწყებლის შესახებ კანონი პარლამენტმა გასულ კვირას მიიღო და ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაუგზავნა. ჯერ უცნობია, დაადებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი ცვლილებებს კანონს, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები მედიაში ცენზურის იარაღად აფასებენ. "პირველების" ინფორმაციით, პრეზიდენტი ახლა ევროგაერთიანებასთან პირადად არკვევს ამ საკითხს. 

მსგავსი სიახლეები