არ არის საინტერესო, 1%-იან პოლიტიკურ პარტიაზე გავაკეთო განმარტებები - კალაძის პასუხი გახარიას
გახარიას მუქარას თბილისის მერი პასუხობს - კახა კალაძის თქმით, "ერთპროცენტიან გახარია რატომ უნდა იყოს საინტერესო, არ მესმის".
მაშინ, როდესაც ყოფილი პრემიერი ივანიშვილს და მის გუნდს საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს და ფაქტობრივად, გასამართლებას უანონსებს, ამაზე კალაძეს საუბარი არ უნდა.
კალაძე ასევე არ საუბრობს იმაზე, თუ ვინ შეიძლება აღმოჩნდეს გახარიას გვერდით - ყოფილი მინისტრებიდან და დეპუტატებიდან.
თუმცა, როგორც კახა კალაძე ამბობს, მმართველ პარტიას არჩევნებისთვის დიდი მხარდაჭერა ექნება მოსახლეობის და 2024-28 წლის არჩევნებში გაიმარჯვებს, კონსტიტუციური უმრავლესობით.
არ არის საინტერესო, ერთ პროცენტიან პოლიტიკურ პარტიაზე გავაკეთო განმარტებები. ნუ ინერვიულებთ, ყველაფერი იქნება იდეალურად. „ქართული ოცნება“ 2024 წლის არჩევნებზე აუცილებლად გამარჯვებს და კონსტიტუციური უმრავლესობით მოვა ხელისუფლებაში. დაიმახსოვრეთ დღევანდელი დღე და დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები - იმხელა მხარდაჭერა, როგორიც დღეს აქვს „ქართულ ოცნებას“ 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია. 2024 წელსაც გავიმარჯვებთ და 2028 წელსაც,“ - ამბობს კალაძე.