პრეზიდენტი მუქარას არასდროს ექვემდებარება - ზურაბიშვილის ადვოკატი "ოცნებას"

23.10.23 15:17
პრეზიდენტი მუქარას არასდროს ექვემდებარება - ზურაბიშვილის ადვოკატი "ოცნებას"

პრეზიდენტის ადვოკატის პირველი განცხადება "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ღია მუქარაზე - თამარ ჩუგოშვილი, რომელიც ათონელის საპრეზიდენტო რეზიდენციაში მიმდინარე შეხვედრას ესწრება "პირველებს" ეუბნება, რომ ირაკლი კობახიძის განცხადების მიზანი პრეზიდენტზე ზეწოლის მცდელობაა. 

თამარ ჩუგოშვილი პირდაპირ აცხადებს, რომ პრეზიდენტი მუქარას არასდროს ექვემდებარება. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს არ ჩაუდენია არანაირი დანაშაული. 

ეს არის მცდელობა რაღაცა ზეწოლის განხორციელების პრეზიდენტზე, რომელსაც აზრი არ აქვს, იმიტომ, რომ ის არ ექვემდებარება ამგვარ მუქარებს ბევრჯერ დაამტკიცა უკვე და დარწმუნებული ვარ, რომ ის იმოქმედებს ისე, როგორც სამართლებრივად და ქვეყნის ინტერესებიდან გადმომდინარე საჭიროდ ჩათლის. ნებისმიერი მცდელობა, რომ სეთი მუქარა თუ ზეწოლა განხორციელდეს მასზე განწირულია, იმისთვის, რომ უშედეგოდ დარჩება. მას არ ჩაუდენია არანაირი დანაშაული, რომ ასე ასე ემუქრებოდნენ, ამიტომ ყველანაირად არასწორია გზავნილები რომლებიც გაკეთდა", - ამბობს თამარ ჩუგოშვილი.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე პრეზიდენტს "ნაციონალური მოძრაობის" მოკავშირედ აცხადებს და პროკურატურით ღიად ემუქრება. 

უფრო კონკრეტულად, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ თუ პრეზიდენტის მხრიდან სამომავლო კონსტიტუციის დარღვევა გაგრძელდება, ეს ყველაფერი შეიძლება უკვე იძენდეს სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს. 

კობახიძე ამტკიცებს, რომ "სალომე ზურაბიშვილი დავიდა საქართველოს პრეზიდენტობიდან ნაცმოძრაობის პრეზიდენტობამდე".

 

მსგავსი სიახლეები