ვოლსკი გადაჭრით ვეღარ ამბობს, რომ ივანიშვილს სანქციები არ ემუქრება
შაბათის ეთერის ჟურნალისტური გამოძიება პოლიტიკური მსჯელობის საგანი გახდა - გია ვოლსკი გადაჭრით ვეღარ ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს სანქციები არ ემუქრება.
ნებისმიერ ადამიანს, ვისაც სანქცირებას უყენებენ, რასაკვირველია, უნდა მოჰყვეს სერიოზული ფაქტები, რაც ამტკიცებს, მისი დასანქცირების მიზეზს და წინაპირობას. რაც შეეხება ფარცხალაძეს, ის 2013 წლიდან ჰორიზონტზე არ გამოჩენილა და გინდათ, ივანიშვილთან დააკავშიროთ.
თქვენ გინდათ გვარის ხსენება და მე გეუბნებით, ამ კაცს სიკეთის მეტი არაფერი გაუკეთებია ამ ქვეყნისთვის. მელაძისეული მელიური საკითხების დაყენება არ არის სწორი,“ - ამბობს ვოლსკი.
შაბათის ეთერმა გაასაჯაროვა დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება როგორ დაასანქცირეს
ივანიშვილის ოფშორების მმართველი კომპანია "ლედრა". ეს ის კომპანიაა, რომელიც ქვეყნის არაფორმალური მმართველის ოფშორის ბიზნესებს მართავს და საიდანაც ყოფილი არჩევნების წინ ქვეყანაში მილიონები შემოჰქონდათ. "ლედრას" შეერთებულმა შტატებმა სანქციები რუსეთთან კავშირების გამო დაუწესა.