ბატონ ბიძინასთან დაკავშირებით ყველაფერი იქნება ნორმალურად - ლევან დავითაშვილი
"ბატონ ბიძინასთან დაკავშირებით ყველაფერი იქნება ნორმალურად", - ეკონომიკის მინისტრი თვლის, რომ ივანიშვილს ამერიკული სანქციები არ ემუქრება.
როგორც ლევან დავითაშვილი ამბობს, ივანიშვილი მხოლოდ "კარგ საქმეს" აკეთებს.
ბატონ ბიძინასთან დაკავშირებით ყველაფერი იქნება ნორმალურად, კარგად, იმიტომ, რომ ის ადამიანი აკეთებს მხოლოდ კარგ საქმეს და შესაბამისად, მინდა, რომ მოგიწოდოთ, ნუ ღელავთ,“ - ამბობს დავითაშვილი.
შაბათის ეთერის ჟურნალისტური გამოძიება პოლიტიკური მსჯელობის საგანი გახდა. შაბათის ეთერმა გაასაჯაროვა დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება როგორ დაასანქცირეს ივანიშვილის ოფშორების მმართველი კომპანია "ლედრა". ეს ის კომპანიაა, რომელიც ქვეყნის არაფორმალური მმართველის ოფშორის ბიზნესებს მართავს და საიდანაც ყოფილი არჩევნების წინ ქვეყანაში მილიონები შემოჰქონდათ. "ლედრას" შეერთებულმა შტატებმა სანქციები რუსეთთან კავშირების გამო დაუწესა.