სანქცირებულ პირთა წრე შეიძლება გაფართოვდეს და უფრო მტკივნეულად შეეხოს ივანიშვილსაც - ბუაძე
ამერიკის მხრიდან სანქცირებულ პირთა წრე რომ გაფართოვდება და ივანიშვილის გარემოცვის კიდევ უფრო მეტი წევრი რომ მოხვდება ე.წ. შავ სიაში, ამაში დარწმუნებულია "ლელოს" ლიდერი საბა ბუაძე.
ბუაძე ეხმაურება შაბათის ეთერში გასულ ჟურნალისტურ გამოძიებას, სადაც დოკუმენტები გასაჯაროვდა, რომლითაც დასტურდება როგორ დაასანქცირეს ივანიშვილის ოფშორების მმართველი კომპანია "ლედრა". ეს ის კომპანიაა, რომელიც ქვეყნის არაფორმალური მმართველის ოფშორის ბიზნესებს მართავს და საიდანაც ყოფილი არჩევნების წინ ქვეყანაში მილიონები შემოჰქონდათ. "ლედრას" შეერთებულმა შტატებმა სანქციები რუსეთთან კავშირების გამო დაუწესა.
საბა ბუაძე ფონდ ქართუს მოუწოდებს, რომ საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, რა კავშირი ჰქონდა ამ კომპანიას ივანიშვილთან და რისთვის დაასანქცირეს.
დადასტურდა კავშირი აშშ-ის მიერ სანქცირებულ კომპანიას და ივანიშვილს შორის. ეს კავშირი არის ძალიან ცალსახა და ღია. კომპანია იქნა დასანქცირებული იმის გამო, რომ ისინი რუსეთის სასარგებლოდ მუშაობდნენ.
ახლა უნდა გამოვიდეს ქართუ ფონდი, უთხრას ხალხს, რა კავშირი ჰქონდა ამ კომპანიას ივანიშვილთან, რისთვის იქნა სანქცირებული. სანქცირებულ პირთა წრე შეიძლება გაფართოვდეს და ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრებს კიდევ უფრო მეტად მისწვდეს და უფრო მტკივნეულად შეეხოს ივანიშვილსაც,“ - განაცხადა საბა ბუაძემ.