თუ რამეზე დაასანქცირებენ ივანიშვილს, ეს იქნება ზუსტად რუსეთის ფინანსური ხელშეწყობა - დეკანოიძე

23.10.23 17:06
თუ რამეზე დაასანქცირებენ ივანიშვილს, ეს იქნება ზუსტად რუსეთის ფინანსური ხელშეწყობა - დეკანოიძე

"თუ რამეზე დაასანქცირებენ ივანიშვილს, ეს იქნება ზუსტად რუსეთის ფინანსური ხელშეწყობა", - ეს განცხადება "ევროოპტიმისტების" წევრმა ხატია დეკანოიძემ გააკეთა.

ხატია დეკანოიძე ეხმაურება შაბათის ეთერში გასულ ჟურნალისტურ გამოძიებას, სადაც დოკუმენტები გასაჯაროვდა, რომლითაც დასტურდება როგორ დაასანქცირეს ივანიშვილის ოფშორების მმართველი კომპანია "ლედრა". კომპანიას შეერთებულმა შტატებმა სანქციები რუსეთთან კავშირების გამო დაუწესა.

დეკანოიძის შეფასებით, ივანიშვილის გუნდს კარგად ესმის, რომ სანქციები ოლიგარქსაც შეეხება.

ეს არის ის დასტური, რომ ოლიგარქიული სქემა მუშაობს ივანიშვილის გავლით. თუ რამეზე დაასანქცირებენ ივანიშვილს, ეს იქნება ზუსტად რუსეთის ფინანსურ ხელშეწყობაში, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ კარგად ესმის და „ქართული ოცნების“ განცხადებებს თუ გადავხედავთ, მათ ესმით, რას აკეთებს ბიძინა ივანიშვილი, იმიტომ, რომ ელოდებიან სანქციებს, ეს საჯარო განცხადებებია,“ - ამბობს დეკანოიძე.

მსგავსი სიახლეები