ივანიშვილი, ხვედელიძე, კობიაშვილი რუსეთს აფინანსებდნენ, დაიწყებოდა გამოძიება, იმედიც არ გვაქვს - ხაბეიშვილი

23.10.23 17:46
ივანიშვილი, ხვედელიძე, კობიაშვილი რუსეთს აფინანსებდნენ, დაიწყებოდა გამოძიება, იმედიც არ გვაქვს - ხაბეიშვილი

ამერიკული სანქციები ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას - "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ეკატერინე ხვედელიძის, კობიაშვილისა და ივანიშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს. თუმცა, პარტიის ხელმძღვანელს იმედი არ აქვს, რომ დღევანდელი პროკურატურა ამ საკითხით დაინტერესდება.

ხაბეიშვილი შაბათის ეთერში გასულ ჟურნალისტურ გამოძიებას ეხმაურება, სადაც დოკუმენტები გასაჯაროვდა, რომლითაც დასტურდება როგორ დაასანქცირეს ივანიშვილის ოფშორების მმართველი კომპანია "ლედრა". კომპანიას შეერთებულმა შტატებმა სანქციები რუსეთთან კავშირების გამო დაუწესა.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია ამერიკული სანქციების ქვეშ აპრილში მოხვდა, რის შემდეგაც დაახლოებით, თვენახევარში, ოლიგარქმა მისი ნდობით აღჭურვილი პირის, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. 

ევტუშენკოვის და ბიძინა ივანიშვილის "ლავ სთორის" შესახებ მოსახლეობამ კარგად იცის და ისიც კარგად იცის საქართველოს მოქალაქემ, თუ როგორ ეხმარება ბიძინა ივანიშვილი ტერორისტ რუსეთს უკრაინაში ომში და როგორ ახალისებს საქართველოს ოკუპაციას. რუსეთის დახმარება ნიშნავს ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებას და ფაქტობრივად, ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის დაფინანსებას.
შესაბამისად, მოქალაქემ კარგად იცის ასევე ფსბ-ის აგენტის ფარცხალაძის შესახებ, რომელიც სახდეპმა დაასანქცირა და მოყვა რომ ის არის რუსეთის აგენტი და ტერორისტული რუსეთის, პუტინის სასარგებლოდ. ცხადია, ფსბ-ის აგენტი ფარცხალაძე საქართველოში მარტო არ და ვერ იმოქმედებდა, ანუ არსებობს პირთა წრე, რომელიც ჩართულები არიან აგენტურულ საქმიანობაში.
გომელაურის, შს მინისტრის ბორტნიკოვთან წანწალის შესახებ კარგად უწყის საქართველოს მოსახლეობამ, ეს უკანასკნელი მისმა მოადგილემ ამხილა რუს გენერლებთან ურთიერთობაში, უკანონოდ რომ გადმოჰყავდა გენერლები საქართველოში და ელარჯს უწელავდა.
სუს-ის უფროსი, ანუ ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი რომ გახლავთ ლილუაშვილი, რომელიც მამაოებს, პედაგოგებს, ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს, სამოქალაქო საზოგადოების წევრებს უსმენს, უთვალთვალებს, დანოსებს აკეთებს და შემჩნეულია რუსული აგენტურული ქსელის მხარდაჭერაში და ეს გამოჩნდა ფარცხალაძესთან მიმართებაში, ესეც კარგად ვიცით.
ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ დღეებში გავიგეთ მათ შორის, ნოდარ მელაძის შაბათის ეთერიდან, გავიგეთ, რომ ივანიშვილი და მისი კომპანია აშშ-მა დაასანქცირა 2023 წლის 12 აპრილს. საუბარია კომპანია ლედრაზე, რომელიც სახდეპის მიერ არის საქცირებული და მის მფლობელობაში არის კომპანია, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის ფონდ ქართუს წლების განმავლობაში შეწირა 30 მილიონ ლარამდე და ასევე ამ კომპანიის მფლობელობაში საქართველოში არის კომპანია, რომლის დირექტორიც გახლდა ივანიშვილის მეუღლე, ხვედელიძე.
ასევე ამ კომპანიაში, რომელიც დასანქცირებულია აშშ-ის მიერ, რომ ისინი რუსეთს ეხმარებიან უკრაინაში ომში და ფინანსურ დახმარებას უწევენ პუტინის რუსეთს. ამ კომპანიებთან ასევე დაკავშირებულია ივანიშვილის საყვარელი დისშვილი კობიაშვილი, რომელიც ოფიციალურად წარმოადგენდა ამ კომპანიას.
ამავე ინფორმაციაზე დაყრდნობით მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ 12 აპრილის შემდეგ, როცა ეს კომპანია დასანქცირდა, ზუსტად თვენახევარში ბიძინა ივანიშვილმა საქმე აღძრა თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელ ბაჩიაშვილზე, მისი ნდობით აღჭურვილ პირზე, ამ კომპანიის სანქცირებიდან თვენახევარში აღძრა საქმე და ქვეყნიდან არ უშვებს, ჩამოართვა პასპორტი და ეს მოხდა ერთადერთი მიზეზი, რომ მისმა მარჯვენა ხელმა სრული ინფორმაცია მიაწოდა ჩვენს პარტნიორებს ბიძინა ივანიშვილის გადამალული რუსული ქონებების შესახებ და ამიტომ დასაჯა ივანიშვილმა ბაჩიაშვილი და აღუძრა საქმე.
საქართველოს პროკურატურა, რომელიც ფარცხალაძის პატრონაჟის ქვეშ არის და ფსბ-ის აგენტებით არის სავსე, ასე რომ არ იყოს, ეკატერინე ხვედელიძეზე, კობიაშვილზე და ივანიშვილზე ამ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, სადაც საუბარია, რომ ისინი რუსეთს აფინანსებდნენ უკრაინასთან ომში, დაიწყებოდა გამოძიებები, რისი იმედიც ცხადია, არ გვაქვს,“ - ამბობს ხაბეიშვილი.

 

მსგავსი სიახლეები