აფეთქება ვაზისუბანში - ხანძარი ლიკვიდირებულია

23.10.23 18:16
აფეთქება ვაზისუბანში - ხანძარი ლიკვიდირებულია

ვაზისუბნის პირველ მიკრორაიონში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის მიზეზი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ჯერჯერობით, დადგენილი არ არის. 

"პირველების" ინფორმაციით, დაშავებულია ერთი ადამიანი. ის კლინიკაშია გადაყვანილი.

წინასწარი ინფორმაციით, ვაზისუბანში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ბუნებრივი აირის გაჟონვას უკავშირდება, რამაც აფეთქება გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები