ანიზე კომენტარს არ ვაკეთებ, წითლიძე პარტიაში გადაწყვეტილებას არ იღებს - დეკანოიძე
"ევროოპტიმისტების" ლიდერი ანი წითლიძის მიერ "დღის ამბებში" გაკეთებულ სკანდალურ განცხადებას არ პასუხობს.
ხატია დეკანოიძის თქმით, ის ენმ-ის ქალ პოლიტიკოსს წარმატებებს უსურვებს, თუმცა იქვე ამბობს, რომ ანი წითლიძე პარტიაში გადაწყვეტილების მიმღები არ არის.
მე არავითარი პირადი წყენები არ მაქვს, ანიზე კომენტარს არ ვაკეთებ. იგი არანაირ გადაწყვეტილებას პარტიაში არ იღებს. ანი არის ქალი პოლიტიკოსი და მე მას წარმატებებს ვუსურვებ, მაგრამ ანი არ იღებს გადაწყვეტილებას - აღნიშნა დეკანოიძემ.
წითლიძისთვის ხატია დეკანოიძის მიერ პარტიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დღეს გაკეთებული განცხადება მიუღებელია. წითლიძე ყოფილ თანაგუნდელს მოუწოდებს, რომ პირადი წყენები და პოლიტიკური ამბიციები გვერდზე გადადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში წითლიძე ამბობს, რომ მოსაყოლი ენმ-ის წევრებსაც დეკანოიძესთან დაკავშირებით ბევრი აქვთ.