ამაზე თვალის დახუჭვა, სირაქლემას პოზაში ყოფნაა - მანჯგალაძე რუსული გემების ოჩამჩირეში შესაძლო გადაყვანაზე
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძის თქმით, რუსული გემების ოჩამჩირეში შესაძლო გადაყვანაზე თვალის დახუჭვა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, არის სირაქლემას პოზაში ყოფნა და არის ის, რაც ახლა რუსეთს უნდა.
შავ ზღვაში კარგი დღე არ ადგას რუსულ გემებს, შავი ზღვის ფლოტს. უკრაინა თითქმის ყოველ დღე ანადგურებს მას. ისინი გამოიქცნენ სევასტოპოლიდან და ახლა ეძებენ თავშესაფარს, ამიტომ ოჩამჩირეში უკვე დაწყებულია შესაბამისი ინფრასტრუქტურის აშენება. ამაზე თვალის დახუჭვა და არაფერი არ ხდება, ეს არის სირაქლემას პოზაში ყოფნა და ეს ის არის, რაც რუსეთს უნდა". - ამბობს მანჯგალაძე.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორია, შესაძლოა, რუსეთმა მისი სამხედრო გემებისთვის გამოიყენოს. პუტინი ოკუპირებული ყირიმიდან სამხედრო ხომალდების გადატანას ოჩამჩირეში, სავარაუდოდ, მალე დაიწყებს. იქ რეკონსტრუქციების სამუშაოები გარკვეულწილად უკვე ჩაატარეს. ინფორმაციას უკრაინული დაზვერვა ოფიციალურად ადასტურებს.
რას აკეთებს ამ დროს საქართველოს უსაფრთხოების სამსახური. სულ ორიოდე დღის წინ გრიგოლ ლილუაშვილი ამტკიცებდა, რუსეთის მხრიდან ოჩამჩირის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენების საფრთხე არ არსებობს.