ხელისუფლება "ოცნებისა" და რუსეთის მიმართ ლოიალურ სკოლის დირექტორებს ეძებს - მანჯგალაძე

24.10.23 12:17
ხელისუფლება "ოცნებისა" და რუსეთის მიმართ ლოიალურ სკოლის დირექტორებს ეძებს - მანჯგალაძე

"ოცნების" ნადირობა ხმებზე - "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, პაატა მანჯგალაძის თქმით, ხელისუფლება არა მარტო "ოცნების", არამედ რუსეთის მიმართ ლოიალურ სკოლის დირექტორებს ეძებს.

ჩვენ მთელი ბუკეტი გვაქვს გამოვლინებების, რომ ყველგან შეაღწია პოლიტიკამ და მავნებლურმა პოლიტიკამ "ქართული ოცნების". ისინი არა მარტო მათ მიმართ ლოიალურ სკოლის დირექტორებს ეძებენ, არამედ რუსეთის მიმართ ლოიალურებსაც, რაც ქართულ სამსახურად და ქართულ საქმედ ვერ ჩაითვლება". - ამბობს მანჯგალაძე. 

"ქართულმა ოცნებამ" გადამწყვეტი არჩევნებისთვის მზადება დაიწყო - დირექტორის პოსტზე სუს-ის გადაწყვეტილებით, მხოლოდ იმ კადრებს ნიშნავენ, ვინც ძალაუფლების მხარდამჭერი და "ოცნების" პოლიტიკის გამტარებელია.

ამიტომ, ოპოზიცია ფიქრობს, რომ დირექტორების შერჩევის პროცესში სახელმწიფო უწყებები არ უნდა მონაწილეობდნენ და კადრები თავად სკოლების საბჭომ უნდა აირჩიოს. ამ ინიციატივით დღეს ხატია დეკანოიძე გამოვიდა.

მსგავსი სიახლეები