რუსული გემები ოჩამჩირეში - კობახიძე ისევ წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს

24.10.23 14:02
რუსული გემები ოჩამჩირეში - კობახიძე ისევ წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს

რუსული გემები ოჩამჩირეში - „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ისევ წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს და ამბობს, რომ ეს მძიმე მემკვიდრეობა წინა ხელისუფლებამ დაუტოვე "ოცნების" ხელისუფლებას. 

კობახიძე ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ბაზის გახსნის საკითხს  „ყოვლად მიუღებელს“ უწოდებს

„პირველ რიგში, ეს პროცესი დაიწყო ზუსტად 2009 წელს. ეს არის ერთ-ერთი მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც დაგვიტოვა წინა ხელისუფლებამ იმ ავანტიურისტული ნაბიჯების საფუძველზე, რომელიც გადაიდგა, მათ შორის 2008 წელს ანუ მათ დაგვიტოვეს ეს პრობლემა. რაც შეეხება კონკრეტულ ამ აქტს, ამაზე საქართველოს ხელისუფლებას, საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰქონდა სათანადო რეაგირება. რა თქმა უნდა, ეს არის ხელისუფლების ოფიციალური პოზიცია. რა თქმა უნდა, ყოვლად მიუღებელია ნებისმიერი ასეთი ქმედება, რომელიც ხორციელდება ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ამაზე სახელმწიფოს ჰონდა უკვე შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორია, შესაძლოა, რუსეთმა მისი სამხედრო გემებისთვის გამოიყენოს. პუტინი  ოკუპირებული ყირიმიდან სამხედრო ხომალდების გადატანას ოჩამჩირეში, სავარაუდოდ,  მალე დაიწყებს. იქ რეკონსტრუქციების სამუშაოები გარკვეულწილად უკვე ჩაატარეს. ინფორმაციას უკრაინული დაზვერვა ოფიციალურად ადასტურებს.

ინფორმაცია ვრცელდება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელზე, ვადიმ სკიბიცკიზე დაყრდნობით - მან ამის შესახებ  Apostrophe TV-სთან ინტერვიუში განაცხადა. 

 

მსგავსი სიახლეები