არანაირი შემოთავაზება არ ყოფილა - მელია ნაციონალური კომიტეტის შექმნაზე

24.10.23 21:52
არანაირი შემოთავაზება არ ყოფილა - მელია ნაციონალური კომიტეტის შექმნაზე

ნიკა მელია ამბობს, რომ ნაციონალურ კომიტეტთან დაკავშირებით მასთან ენმ-სგან შეთავაზება არ ყოფილა. როგორც მელია "რეაქციაში" ამბობს, არც უგულავას და არც ნაყოფიას, რომლებიც ლევან ხაბეიშვილმა მელიასთან მომლაპარაკებელ პირებად დაასახელა, მასთან კომიტეტის წევრობაზე არ უსაუბრიათ.

არანაირი შემოთავაზება არ ყოფილა, უგულავა რამდენჯერმე ვნახე, კობა ნაყოფიასთან ვმეგობრობ და რა თქმა უნდა, მაქვს ხშირი კომუნიკაცია, მაგრამ არანაირი ტიპის შემოთავაზება არათუ არ იყო, ვერც იარსებებს, იმიტომ, რომ ჩემთვის წითელი ხაზი და წყალგამყოფია.
ბორდში სახელი და გვარები იცვლება, მთავარი მოქმედი პირები და შემსრულებლები, ავტორები და მაკონტროლებლები რჩებიან? მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია რომ გაცოცხლდნენ და ამ ტიპის ენმ-ში მივიდნენ, ორ კრიტიკულ კითხვაზე ექნებათ პასუხი გასაცემი - რას ფიქრობენ კეზერაშვილსა და მერაბიშვილზე, არადამაკმაყოფილებელ პასუხის შემთხვევაშიც, წარმოიდგინეთ, ორი ბუმბერაზი ეროვნული მოძრაობის ლიდერიც კი მთლიანად დაიცლებოდა პოლიტიკური და საზოგადოებრივი კაპიტალისგან,“ - ამბობს ნიკა მელია.

 

ნიკა მელიასთან ბორდის წევრობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს გიგი უგულავა და კობა ნაყოფია აწარმოებდნენ. ეს ინფორმაცია "რეაქციაში" ლევან ხაბეიშვილმა გაახმოვანა. როგორც ხაბეიშვილი ამბობს, მელიას კონკრეტული შეთავაზებები ჰქონდა, მოლაპარაკებების კონკრეტულ წინადადებებზე კი მელიამ უარი თქვა.

 

მსგავსი სიახლეები