გვაქვს ერთ-ერთი პერფორმანსი, რომელსაც ჰქვია „პროტესტი“, ამას აუცილებლად გავაკეთებთ პარლამენტის წინ - ნატალია ვაწაძე

24.10.23 22:51
გვაქვს ერთ-ერთი პერფორმანსი, რომელსაც ჰქვია „პროტესტი“, ამას აუცილებლად გავაკეთებთ პარლამენტის წინ - ნატალია ვაწაძე

"ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი პერფორმანსი, რომელსაც ჰქვია „პროტესტი“, ამას აუცილებლად გავაკეთებთ პარლამენტის წინ", - ეს განცხადება არტისტმა ნატალია ვაწაძემ "რეაქციაში" გააკეთა.

ვაწაძე ინდიგოს წინააღმდეგ დაწყებულ ახალ კამპანიას ეხმაურება. საქმე ეხება "ინდიგოს" დაგეგმილ დისკუსიას - "პროტესტი და წინააღმდეგობა XX-XXI საუკუნეების საქართველოში", რაც "ქართული ოცნების" ლიდერებისთვის შემაშფოთებელია. 

"ინდიგოს" ისტორიაზე ვიტყვი, რომ ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი პერფორმანსი, რომელსაც ჰქვია „პროტესტი“ - რომელიც ჩვენ გავაკეთეთ 2015 წელს ბელარუსიაში, 2018 წელს ეს გავაკეთეთ ფრანკფურტში და რუსეთში, როდესაც იქ მოსახლეობას ვასწავლიდით პროტესტის ფორმებს და პროტესტის ქორეოგრაფიას და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ პარლამენტის წინ, ასე, რომ იცოდნენ, რომ ამას გავაკეთებთ და „პროტესტი“ არ არის რადიკალური, როგორც მოგვიაზრებენ, ქართული ხელოვნება არ არის რადიკალური, ძალიან რბილები ვართ იმ გარემოსთვის, რაც ჩვენ გვაქვს,“ - ამბობს ნატალია ვაწაძე.

მსგავსი სიახლეები