დარჩება თუ არა საქართველო თამაშგარე მდგომარეობაში? - რა განწყობაა ევროპარლამენტში ?
ევროპარლამენტში "მწვანეთა პარტიის" საპარლამენტო მრჩეველი უკრაინისა და მოლდოვას დეპუტატებთან რობერტა მეცოლას შეთავაზებას ეხმიანება და ამბობს, რომ ევროპარლამენტში ამ ინიციატივას ყველა პარტია ერთხმად ეთანხმება. საქმე ეხება ევროპარლამენტის პრეზიდენტის განცხადებას, რომელმაც უკრაინისა და მოლდოვის დეპუტატებს დამკვირვებლის სტატუსი შესთავაზა.
თამარ გუგულაშვილს აქვს ასევე ინფორმაცია, რომ ევროპარლამენტის მხრიდან საქართველომ მიიღო შეთავაზება, რომ სხვადასხვა აქტივობებში ჩაერთოს. ამასთან, მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ევროპარლამენტისთვის ამ შეთავაზებაზე დადებითი პასუხი არ მიუცია.
არა მარტო დეპუტატებთან მიდის საუბარი, რომ ისინი შეიძლება დამკვირვებლის სტატუსით, უკრაინის რადას დეპუტატები, ევროპარლამენტის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ, ამით მოხდეს მათი მომზადება, არამედ უკვე დიდი ხანია ევროპარლამენტის სხვადასხვა კომიტეტებში გვაქვს ძალიან ხშირი გაცვლა იმავე სახის კომიტეტებთან უკრაინის რადაში. გარდა ამისა, არის ასევე ადმინისტრაციის გადამზადების პროგრამები ანუ უკრაინის რადას ადმინისტრაციის მომზადება ევროპარლამენტის ადმინისტრაციის მიერ. ეს, რა თქმა უნდა, მიუთითებს იმას, რომ ძალიან დიდი თანამშრომლობაა უკვე წამოწყებული და ასევე იმას მიუთითებს, რომ ეს პოლიტიკური სურვილი გამოხატულია უკრაინის რადას მიერ. თუ უკრაინას რადას არ ენდომება ასეთი მჭიდრო ურთიერთობა, ეს არ მოხდება. ამიტომ ეს არ ხდება რომელიმე ქვეყნის მიმართ, ვთქვათ, ეს იქნება საქართველო თუ სხვა, ეს იმასაც ნიშნავს, რომ ე.ი. ასეთი პოლიტიკური სურვილი და ნება არ არის ორმხრივი. უკრაინასთან დაკავშირებით ყოველთვის არის ერთსულოვნება ანუ არ შეიძლება გადაწყვეტილება იყოს მიღებული და შეთავაზებული, რომელზეც ერთიანი თანხმობა არ იყოს, - ამბობს გუგულაშვილი.