"რამდენიც არ უნდა გააბათ, ყოველთვის დავჭრი" - საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებმა ქალმა რუსების გაბმული მავთულხლართი დაჭრა
სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებმა მოქალაქე ლუდა სალიამ რუსი ოკუპანტების მიერ გაბმული მავთულხლართი დაჭრა.
საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებმა მოქალაქემ ამ გზით უპასუხა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის გუშინდელ განცხადებას სოფელ კირბალში, წმინდა ლომისის ტაძრის კარის აჭედვასთან დაკავშირებით.
აი, ასე ვჭრი მავთულხლართებს საოკუპაციო ხაზთან. ვის გაღიზიანებთ? და დროშასაც ვაფრიალებ იქვე. რამდენიც არ უნდა გააბათ, ყოველთვის დავჭრი, ოკუპანტებო! ეს ჩვენი სოფელია, ჩვენი შარაგზა და არ გაქვთ უფლება სოფელი რომ შუაში გაგვიყავით და მავთულხლართი გააბით", - დაწერა მან სოციალურ ქსელში და ვიდეო გაავრცელა.
მსგავსი სიახლეები
"ოცნება ცდებს ატარებს არა საკუთარ, არამედ სხვის შვილებზე"- ნიკა ჩერქეზიშვილი
ნიკა ჩერქეზიშვილი: სასკოლო ფორმის 1 კომპლექტის ღირებულება 95 ლარი იქნება, მშობლებს მინიმუმ 2 კომპლექტის შეძენა მოუწევთ, რაც დამატებით 200 ლარის ხარჯს ნიშნავს, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის კი ფინანსური ტვირთი კიდევ უფრო მძიმე იქნება