ო’ბრაიენის განცხადება, ვფიქრობ, საქართველოს მიმართ ყოველთვის მტრული იყო - ვოლსკი
"ო’ბრაიენის განცხადება, ვფიქრობ, საქართველოს მიმართ ყოველთვის მტრული იყო და ახლაც არ მოველოდით რაიმე სიკეთეს თუ იტყოდა," - ეს განცხადება "ქართული ოცნების" დეპუტატმა გიორგი ვოლსკიმ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯეიმს ო'ბრაიენის საპასუხოდ გააკეთა.
ვოლსკი, ფაქტობრივად, მტრად აცხადებს ო'ბრაიენს და ნეგატიურად აფასებს მის განცხადებას, რომელიც ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ სენატში გააკეთა.
ო’ბრაიენის განცხადება, ვფიქრობ, საქართველოს მიმართ ყოველთვის მტრული იყო და ახლაც არ მოველოდით რაიმე სიკეთეს თუ იტყოდა, მითუმეტეს ის ერმაკთან ერთად მუშაობს, რომელსაც თავად უკრაინელები რუსეთის ინტერესების გათვალისწინებაში ადანაშაულებენ. ის თანამშრომლობა, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს, რასაკვირველია, ო’ბრაიენის და ო/ობრაინების ინტერესებს არ შეესაბამება. ის ზუსტ შესაბამისობაშია იმ პოზიციასთან, რაც გააჩნია ზელენსკის,“ - ამბობს გიორგი ვოლსკი.
ვინ იქნება შემდეგი ქართველი, ვინც ამერიკული სანქციების ქვეშ მოექცევა - ჯიმ ო'ბრაიანის სენატში გაკეთებული განცხადებები ამ დრომდე განხილვის საგანია. ჯერ კიდევ შტატებში ვიზიტის დროს ღარიბაშვილს დაუსახელეს იმ ადამიანების სახელები და გვარები, ვისაც საქართველოში პოლიტიკური გავლენები გააჩნიათ.
ამის შემდეგ თბილისში რეალური ნაბიჯები არ გადაიდგა, რის გამოც დახურულ კარს მიღმა ნათქვამი სანქციების არქიტექტორმა საჯაროზე გამოიტანა.
ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯეიმს ობრაიენმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ „ახლა კითხვა ისაა, ხომ არ გადაწყვეტენ საქართველოში ბიზნესების მცირე ჯგუფი და პოლიტიკური გავლენის მქონე პირები, რომ საქართველო იყოს რუხი ზონა, რუსეთსა და დასავლეთს შორის“.