შემდეგი სანქციების სიაში აუცილებლად იქნება ოლიგარქი ივანიშვილი - კირკიტაძე
"შემდეგი სანქციების სიაში აუცილებლად იქნება ოლიგარქი ივანიშვილი", - ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დავით კირკიტაძემ გააკეთა.
კირკიტაძე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯეიმს ო'ბრაიენის განცხადებიდან გამომდინარე დარწმუნებულია, რომ სანქცირებულთა სიაში ივანიშვილი აუცილებლად მოხვდება.
შემდეგი სანქციების სიაში აუცილებლად იქნება ოლიგარქი ივანიშვილი, იმიტომ, რომ არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, მას მის ზრახვებზე ხელი არ აუღია, პირიქით, ჩვენ ვნახეთ, როგორ იცავდა ივანიშვილის ხელისუფლება უკვე დასანქცირებულ ადამიანებს, რომლებიც შემჩნეული არიან რუსეთისთვის სანქციების თავის არიდების მცდელობაში,“ - ამბობს დავით კირკიტაძე.
ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯეიმს ობრაიენმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ „ახლა კითხვა ისაა, ხომ არ გადაწყვეტენ საქართველოში ბიზნესების მცირე ჯგუფი და პოლიტიკური გავლენის მქონე პირები, რომ საქართველო იყოს რუხი ზონა, რუსეთსა და დასავლეთს შორის“.