"რუსები ნუ მელაპარაკებით,“ "ასარევად ხარ მოსული" - ჩხუბი და დაპირისპირება ცესკოს პრეზენტაციაზე

27.10.23 16:57
"რუსები ნუ მელაპარაკებით,“ "ასარევად ხარ მოსული" - ჩხუბი და დაპირისპირება ცესკოს პრეზენტაციაზე

ჩხუბი და დაპირისპირება ცესკოს პრეზენტაციაზე. ოპოზიცია აპროტესტებს ცესკოს მიერ შერჩეულ აუდიტორს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების კითხვები მწვავე იყო.  

არასასურველი შეკითხვებისგან კი კალანდარიშვილს გურამ მაჭარაშვილი და სოზარ სუბარი იცავდნენ. ანტიამერიკული გზავნილებით ცნობილი დეპუტატები გამშველებლებად შუაში ჩადგნენ და ჩხუბი დაიწყეს.  

თქვენ საერთოდ ნუ მელაპარაკებით, რუსები ნუ მელაპარაკებით,“ - მიმართა ლაშა ფარულავამ სოზარ სუბარს.

ცესკოს თავმჯდომარემ ფარულავას მიმართა და უთხრა, რომ ის ღონისძიებაზე „ასარევად არის მისული“.

ასარევად ხარ მოსული. სპექტაკლებს ნუ მიდგამ აქ. ნუ ეწევი დისკრედიტაციას,“ - მიმართა კალანდარიშვილმა ფარულავას.

სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება „ჰოლიდეი ინნ თბილისში” მოხდა, სადაც ცესკოს თავმჯდომარე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით 1 ოქტომბერს გამართული შუალედური/რიგგარეშე არჩევნების და აღნიშნულ არჩევნებზე გამოყენებული ელექტრონული საშუალებების შესაბამისობის აუდიტის შედეგების პრეზენტაციას მართავს.

 

მსგავსი სიახლეები