იპოვა გამოსავალი რუსეთმა, რომ სათავისოდ გამოიყენოს ევროპის კეთილგანწყობა საქართველოს მიმართ - კოდუა

27.10.23 17:25
იპოვა გამოსავალი რუსეთმა, რომ სათავისოდ გამოიყენოს ევროპის კეთილგანწყობა საქართველოს მიმართ - კოდუა

 

რას ნიშნავს რუსული Red Wings-ის მიერ საქართველოს მიმართულებით ავიარეისების რაოდენობის მატება? - "ეარ ჯორჯიას" დირექტორი გიორგი კოდუა დარწმუნებულია, რომ ეს ყველაფერი საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით ხდება.

როგორც კოდუა ამბობს, რუსეთი საქართველოს იყენებს. იმ ფონზე, როდესაც ცივილური ქვეყნები ოკუპანტს სანქციებს უწესებენ, რუსეთი საქართველოს მიმართ ევროპის მეგობრული ურთიერთობების გამოყენებით სანქციებიდან თავის არიდებას ცდილობს. 

საქართველო რუსეთისთვის უკვე ფანჯარა არის, ეს ფანჯარა უფრო ფართოვდება, შეკვეთები მოდის რუსეთისგან, სულ უფრო და უფრო მეტი მოთხოვნა არის რუსეთისგან. შეუწყვიტა, ჩაუკეტა ევროპამ რუსეთს, სანქციები დაუწესა და იპოვა გამოსავალი რუსეთმა, ის კეთილგანწყობილება ევროპის საქართველოს მიმართ, რომ ეს გამოიყენოს რუსეთმა სათავისოდ, არ ვიცი, ეს სადამდე გაგრძელდება. თუ ევროპამ გადაწყვიტა და რაღაცნაირად მიიღო ზომები, რა თქმა უნდა, რუსეთსაც აღარ ვაინტერესებთ ჩვენ ევროპის გარეშე, ვიქნებით უკანა ღობე,“ - ამბობს გიორგი კოდუა. 

რუსული ავიაკომპანია Red Wings საქართველოს ქალაქების მიმართულებით ფრენების გეოგრაფიას აფართოებს. ავიაკომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დეკემბრიდან თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტების მიმართულებით ფრენების რაოდენობა კვირაში 23 რეისი შესრულდება. 

მსგავსი სიახლეები