ან ნაკურთხი წყალი დალიონ და დაისვენონ, დაანებონ ქვეყანას თავი - მაჭარაშვილი ოპოზიციას
იქცა თუ არა საქართველო რუსეთის მოქალაქეებისთვის დერეფნად - ყოველთვიურად რუსული ავიაკომპანიების მხრიდან შესრულებული რეისების რაოდენობა იზრდება, თუმცა ეს საპარლამენტო უმრავლესობისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.
გურამ მაჭარაშვილი იმის ნაცვლად, რომ რუსეთის მოტივებზე ისაუბროს, კვლავ ოპოზიციას აკრიტიკებს და ამტკიცებს, რომ საქართველოს ე.წ. შავ ხვრელად ქცევა ოპონენტებს "ესიზმრებათ".
საქართველო ხდება დერეფანი ევროკავშირში იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებიც თავად აღიარებენ, რომ ეს არის საქართველოსთვის კარგი.
ოპოზიციას კიდევ ერთხელ ვუსურვებ, რომ ეს შავი ხვრელები და შავი საქართველო აღარ დაესიზმროს, ერთადერთი ამას ვუსურვებ, დანარჩენი ან ნაკურთხი წყალი დალიონ და დაისვენონ და დაანებონ ქვეყანას თავი,“ - ამბობს მაჭარაშვილი.
რუსული ავიაკომპანია Red Wings საქართველოს ქალაქების მიმართულებით ფრენების გეოგრაფიას აფართოებს. ავიაკომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დეკემბრიდან თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტების მიმართულებით ფრენების რაოდენობა კვირაში 23 რეისი შესრულდება.
მსგავსი სიახლეები
"ოცნება ცდებს ატარებს არა საკუთარ, არამედ სხვის შვილებზე"- ნიკა ჩერქეზიშვილი
ნიკა ჩერქეზიშვილი: სასკოლო ფორმის 1 კომპლექტის ღირებულება 95 ლარი იქნება, მშობლებს მინიმუმ 2 კომპლექტის შეძენა მოუწევთ, რაც დამატებით 200 ლარის ხარჯს ნიშნავს, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის კი ფინანსური ტვირთი კიდევ უფრო მძიმე იქნება