სოხუმის აეროპორტის აღდგენა ოჩამჩირის სამხედრო ბაზის ზურგის გასამაგრებლად ხდება - დავითაია

28.10.23 15:31
სოხუმის აეროპორტის აღდგენა ოჩამჩირის სამხედრო ბაზის ზურგის გასამაგრებლად ხდება - დავითაია

სოხუმის აეროპორტს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის შვილის კომპანია აღადგენს
 - ოფიციალური თბილისი კი დუმს.

პაატა დავითაიას თქმით, მაშინ როდესაც ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო ბაზა იხსნება,ამ დროს სოხუმის აეროპორტის აღდგენა ნიშნავს იმას, რომ ეს პროექტი სამხედრო ბაზის ზურგის გასამაგრებლად არის საჭირო, ამიტომ ასეთ დროს საქართველოს ხელისუფლების დუმილი დანაშაულია.

ოპერაცია საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ არის დაგეგმილი, რომელშიც მონაწილეობს მაღალჩინოსნის შვილი და ეს აეროპორტის მშენებლობა ამაზეა დამოკიდებული, ქართულმა მხარემ, უპირველეს ყოვლისა, საქმის კურსში უნდა ჩააყენოს ჩვენი პარტნიორები. აეროპორტი მიბმული ოჩამჩირის სამხედრო საზღვაო ბაზასთან, უქმნის უსაფრთხოების რისკებს არა მარტო საქართველოს, არამედ შავი ზღვის აუზში ყველა ნატოს წევრ ქვეყანას. როდესაც გადაწყვეტილება მიღებული იქნა ოჩამჩირის საზღვაო ბაზის შექმნასთან დაკავშირებით, ამას ზურგის უზრუნველყოფა სჭირდება. ერთ-ერთი მთავარი აეროპორტი არის ამ შემთხვევაში, გუდაუთის სამხედრო ბაზის აეროპორტი და მეორე რომელიც შეიქმნება, ეს არის სოხუმის აეროპორტი - ამბობს პაატა დავითაია.

 

მსგავსი სიახლეები