საქართველოც და მისი ბიუჯეტიც, ფაქტობრივად, "ოცნების" ლიდერებზეა გადაფორმებული - ფავლენიშვილი
საქართელოც და მისი ბიუჯეტიც, ფაქტობრივად, "ოცნების" ლიდერებზე და მათ სამეგობროზეა გადაფორმებული, - ასე აფასებს ენმ-ს წევრი ირაკლი ფავლენიშვილი "შაბათის ეთერში" გასულ ხმაურიან რეპორტაჟს.
ოპოზიციის წევრის თქმით, ხელისუფლების მაღალჩინოსნები ახლა დოკუმენტებს საგულდაგულოდ მალავენ, რათა მათი კორუფციული სქემების შესახებ არავინ შეიტყოს.
ფაქტობრივად, მთელი საქართველო და მათ შორის, ბიუჯეტიც აქვს გადაფორმებული არა ქართველ ხალხს, გადაფორმდა ღარიბაშვილზე და მის სამეგობროზე, კობახიძეზე და მის სამეგობროზე, კალაძეზე და მის სამეგობროზე და რა თქმა უნდა, ეს ადამიანები ამას მალავენ, იმიტომ, რომ უკვე დოკუმენტურად რომ გამოაჩინონ თუ ვინ რა მიწებს ფლობს და რა ქონებას ფლობს, ყველასთვის თვალნათელი გახდება, რომ ეს ადამიანები, ფაქტობრივად, დაეპატრონენ მთელ საქართველოს, - ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი.
რომეო მიქაუტაძის საეჭვო ქონებას შაბათის ეთერის გუნდმა მიაგნო. გამომძიებელმაა ჟურნალისტებამ შეაგროვეს დოკუმენტები და დაადგინეს, რომ პრემიერი საკუთარ ძამაკაცს ქონებას ჩალის ფასად აძლევს. 1 კვადრატული 80 თეთრი - ეს თანხა გადაიხადა ლურჯი მოცვის მაგნატმა სახლემწიფოსგან იჯარით აღებულ მიწაში, თუმცა ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია. მიქაუტაძის ოჯახის ქონება წლებთან ერთად მხოლოდ იზრდება. ძვირადღირებული სახლებს და სასტუმროს ბიზნესს ფლობს კაცი, რომელიც მთავრობაში ნაჩუქარი სახლით მოვიდა.
ფაქტების მიუხედავად, ამ დრომდე უცნობია დაინტერესდება თუ არა საქმით ანტიკორუფციული სააგენტო.